მენიუ
კინოკლუბი "აუდიტორიაში" 13 თებერვალს (სამშაბათს), 20:00 საათზე გიწვევთ მელოდრამის "წარსული ცხოვრებები" (სელინ სონი, 2023) ჩვენება-დისკუსიაზე. ვალენტინობის წინა დღეს საკულტო სტუდია A24-დან ვუყურებთ და განვიხილავთ თერაპიულ მელოდრამას ემიგრაციაზე და პირველ სიყვარულზე 💕
ნორას ბავშვობიდან უყვარდა თავისი საუკეთესო მეგობარი. მაგრამ მათ შორის კავშირი მაშინ გაწყდა, როცა გოგონამ მშობლიური ქალაქი დატოვა. ის დაქორწინდა, გახდა მწერალი და ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს. ერთ დღეს ნორას სიმშვიდე სოციალურ ქსელში შეტყობინებით იეღვევა - მისი პირველი სიყვარული ჰორიზონტზე 20 წლის შემდეგ ჩნდება. ახლა მათ ერთი კვირა უნდა გაატარონ და გადაწყვიტონ ვინ არიან ერთმანეთისთვის.