„მუსიკის ჰანგები“ - თოჯინური სპექტაკლი, სპექტაკლის მთავარი გმირი პატარა გოგონა საზეიმოდ ემზადება, მაგრამ მოულოდნელად ქარმა ნოტები გაფანტა და გამოაცხადებს რომ ზეიმი ვერ შედგება. იწყება მუსიკალური ბგერების მოძიების საინტერესო პროცესი. მზია დეიდა ბავშვების ჩართულობით პერსონაჟებს ეხმარება სადღაც მიმალული ნოტების აღმოჩენაში და სანოტო სისტემაში ადგილის მიჩენაში.