მეგობრები თაიასთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

მეგობრები თაიასთვის

3 წლის თაია ზოიძე 6 თვის წინ სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა კლინიკაში. ამჟამად, იმყოფება თურქეთში, სადაც გადის ნეირორეაბილიტაციას. კეთილი ადამიანების დახმარებით, ოჯახმა მოახერხა გარკვეული თანხის მობილიზება, მაგრამ სამკურნალოდ გრძელი და რთული გზაა გასავლელი, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თაიას დასახმარებლად, მეგობრებმა გადაწყვიტეს თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში და საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარონ. მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, რეზო და ბავშვები, ნოდარიკო ხუციშვილი, მებო ნუცუბიძე, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი, გეგა შონია, დათუნა მგელაძე, ანი კეკუა.
მეგობრები თაიასთვის
15A, University Str., Tbilisi
advertising

აღწერა

5 ნოემბერს, 19:00 საათზე ოლიმპიური სასახლის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი. 

ადგილი

ოლიმპიური სასახლე
ოლიმპიური სასახლე
15A, University Str., Tbilisi
ოლიმპიური სასახლე - არის დახურული სპორტული არენა, რომელიც მდებარეობს თბილისში. აშენდა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთ ადგილად გამოსაყენებლად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება