შეხვედრა კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
შეხვედრა კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან
1 P. Saakadze St., Tbilisi
advertising
ინგლისური

აღწერა

2 მარტს, 16:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან.

კომპანიაში დასაქმებულია 1.5 მილიონზე მეტი თანამშრომელი, ხოლო AWS უზრუნველყოფს cloud ინფრასტრუქტურას მილიონობით ორგანიზაციისთვის მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში. AWS ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებს ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემთა დამუშავებისა და მასშტაბური ციფრული სერვისების მიმართულებით.

შეხვედრის თემები:

🔹Amazon-ის ინოვაციის კულტურა და როგორ ქმნის კომპანია ახალ ტექნოლოგიებს;
🔹AWS-ის მიდგომა ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე სისტემებთან;
🔹როგორ დასაქმდეთ Amazon-ში და როგორია დაქირავების პროცესი.

სპიკერები (Amazon Web Services):

🔹ინა ოზოგინა – დირექტორი, კავკასია, ცენტრალური აზია და მონგოლეთი, AWS აქვს 20+ წლიანი გამოცდილება IT ინდუსტრიაში (AWS, Oracle, Microsoft, SAP) და ხელმძღვანელობს AWS-ის ბიზნესის განვითარებას რეგიონში;
🔹იულია ანდრიანოვა – უფროსი ანგარიშების მენეჯერი, AWS ხელმძღვანელობს AWS-ის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მონაწილეობს Amazon-ის დაქირავების პროცესში (Bar Raiser).

შეხვედრის სასაუბრო ენა - ინგლისური.

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/j01hy

ფოტო და ვიდეო

შეხვედრა კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან

ადგილი

კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება