შეხვედრა მაია ხოსიტაშვილთან თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
შეხვედრა მაია ხოსიტაშვილთან

შეხვედრა მაია ხოსიტაშვილთან

შეხვედრა მაია ხოსიტაშვილთან
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ქართული

აღწერა

16 ივლისს ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ყოველთვიური შეხვედრების ფარგლებში, გიწვევთ შეხვედრაზე: „ენერგიის მართვა“, რომელსაც ფსიქოლოგი მაია ხოსიტაშვილი წარუძღვება.

ზაფხული ხშირად გადატვირთვის, დაგროვილი დაღლისა და სამუშაო რიტმის ხელახლა გააზრების პერიოდია. სწორედ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ დასვენება, არამედ გადაღლის შემდეგ რესურსების სწორად დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და ენერგიის ისე გადანაწილება, რომ ადამიანმა შეძლოს პროდუქტიულობის, მოტივაციისა და შინაგანი ბალანსის შენარჩუნება.

ძირითადი გამოწვევაა დაღლისა და დასვენების დაბალანსება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლების მიღება სტრესმედეგობასა და პროდუქტიულობის მართვის მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს პიროვნების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას, კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ შეხვედრაზე.

📆 შეხვედრის თარიღი: 16 ივლისი, 19:00 საათი

⏱️ხანგრძლივობა: 2 საათი 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული) 

👉 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

🧾 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ავერსის მტრედი ბარათის ფლობა.
თუ ჯერ არ გაქვთ მტრედი ბარათი, მისი გააქტიურება რეგისტრაციის ბმულიდან შეგიძლიათ.

📧 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ QR კოდს, რომლის ადგილზე წარდგენაც აუცილებელია ღონისძიებაზე დასასწრებად.

🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/9t6zKdHI

☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

ფოტო და ვიდეო

შეხვედრა მაია ხოსიტაშვილთან

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება