სპექტაკლის შესახებ:
ანტიკური ისტორია, რომელიც ისე უხდება დღევანდელ რეალობას, როგორც არაფერი სხვა. მედეას მარადიული სახე - ძლიერი ქალი, რომელიც სიყვარულისთვის ყველაფერს თმობს.
მედეას ამბავი მსხვერპლითაა სავსე. მან იასონთან ყოფნის გამო, სისხლი დაღვარა, საშინელი დანაშაული ჩაიდინა. გახდება თუ არა საჭირო კვლავ დანაშაულის ჩადენა, რათა მედეა იასონს გამოეთხოვოს?
ქალი, რომელიც უარს ამბობს ყველაზე ძვირფასზე, ხდება თუ არა ანტიგმირი? იქნებ მედეა როგორც მშობელი, იცავს იმას, რისი წართმევაც სურს მისგან ხელისუფალს?
თარგმანი ლევან ბერძენიშვილის
დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
დამდგმელი მხატვარი - ანანო ლიპარტელიანი
რეჟისორის თანაშემწე - თამარ ფრუიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მედეა - ნინი კვირიკაშვილი
იასონი - გიორგი ტაბიძე
ძიძა - ქეთევან გეგეშიძე
კრეონი - აკაკი ხიდაშელი
ნინუცა ცაგარეიშვილი, თაზო ვაჭარაძე
შვილები - ანასტასია მაჭავარიანი, ნატალია ღლონტი, ლილე ახალაძე, ელისაბედ ხუციშვილი
სპექტაკლში გამოყენებულია ეპიზოდი ევრიპიდეს „მედეა“ - დან
პრემიერა შედგება 2025 წლის 12 აპრილს
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე