სპექტაკლის შესახებ:
ანტიკური ისტორია, რომელიც ისე უხდება დღევანდელ რეალობას, როგორც არაფერი სხვა.
მედეას მარადიული სახე - ძლიერი ქალი, რომელიც სიყვარულისთვის ყველაფერს თმობს.
მედეას ამბავი მსხვერპლითაა სავსე. მან იასონთან ყოფნის გამო, სისხლი დაღვარა, საშინელი დანაშაული ჩაიდინა.
გახდება თუ არა საჭირო კვლავ დანაშაულის ჩადენა, რათა მედეა იასონს გამოეთხოვოს?
ქალი, რომელიც უარს ამბობს ყველაზე ძვირფასზე, ხდება თუ არა ანტიგმირი?
იქნებ მედეა როგორც მშობელი, იცავს იმას, რისი წართმევაც სურს მისგან ხელისუფალს?