WAHM – პარიზში დაფუძნებული დუო, რომელიც მსმენელს დაუვიწყარ ლაივ ელექტრონულ პერფორმანსს სთავაზობს. არტისტების უნიკალური მუსიკალური სტილი აერთიანებს საინტერესო ელექტრონულ მიმდინარეობებს, ცოცხალ ვოკალს და როკის ელემენტებს. 2019 წლიდან ჯგუფმა ძალიან სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება ისეთი წამყვანი ლეიბლების მეშვეობით, როგორებიცაა Diynamic, Get Phisical & MoBlack.
ჰიშამის გამორჩეული ვოკალი და ვალიდის ენერგიული პროდაქშენი ქმნის დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას. WAHM - ის მიზანია აუდიტორიისთვის შექმნას ემოციური, მულტიკულტურული მელოდიები, რომლებიც ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აერთიანებს.
Nika Chikovani – საღამოს გაამრავალფეროვნებს ქართველი არტისტი ნიკა ჩიქოვანი, რომელიც ელექტრონული მუსიკის სამყარში 2014 წლიდან გვევლინება. სტილისტურად ის მოიცავს „Deep-House” და “Organic House” მიმდინარეობებს.
BESKA – 7 ივნისს ასევე, შეხვდებით ქართველ არტისტს - Beska-ს, რომელმაც თავისი ჰობი პროფესიად აქცია და ქართველ მსმენელს განსხვავებული და გამორჩეული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობა შესთავაზა.