Mechanical Orange განსაკუთრებული კონცეფციის ღონისძიებას შემოგვთავაზებს! La Cote Tbilisi - ში, დილის 12:00 საათიდან დაგხვდებათ - მზე, ზღვა, უგემრიელესი კერძები, გამაგრილებელი სასმელები და რაც მთავარია, მუსიკა განსხვავებული ჟღერადობით, რომელსაც ღონისძიებაზე მოწვეული არტისტები შემოგვთავაზებენ:
“Socko” - LIVE შემსრულებელი, რომლის კარიერაც 2018 წლის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გარდატეხების შემდეგ იწყება. სწორედ ამ დროს იბადება „Socko” და გვევლინება, როგორც ძველი მელოდიების თანამედროვედ გარდამქმნელი, რაც მსმენელს მის ფანტასტიკურ სამყაროში ეპატიჟება. ფესტივალები: “The Gardens of Babylon” (2023); The Monastery (გერმანია, 2022); Kaynouna (UAE, 2019, 20223) და კიდევ ბევრი სხვა...
ღონისძიებაზე ასევე შეხვდებით ქართველ არტისტს - Tata Leban / „ტატა ლებან“ - რომელიც ქმნის რიტუალური ცეკვის რიტმს ღრმა, სოულ მუსიკალური ელემენტებით. მისი კარიერა იწყება ნიუ-იორკიდან და ტულუმიდან, სადაც მუსიკა გარდაიქმნება რიტუალად, ხოლო მოძრაობა - მედიცინად.
@romajmusic - რომა ჯინჭარაძე — ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი ქართველი არტისტი. მისი კარიერა 2018 წელს იწყება, როდესაც აქტიურად გვევლინება საქართველოში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალებში. Roma J-ის სეტები ძირითადად მოიცავს ორგანულ და ღრმა ჰაუსს, თუმცა მის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ელექტრონული მუსიკის სხვა ჟანრების ელემენტებსაც.
BESKA – საღამოს გაამრავალფეროვნებს ქართველი არტისტი Beska, რომელმაც თავისი ჰობი პროფესიად აქცია და ქართველ მსმენელს განსხვავებული და გამორჩეული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობა შესთავაზა.
ლაინაფი (Lineup)
მაგიდებისა და შეზლონგების რეზერვაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 571 89 33 44
ასაკობრივი შეზღუდვა 23+
დრესკოდი - ფერადი
იმ შემთხვევაში თუ ასაკობრივი ზღვარის მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ბილეთის მქონე ადამიანიც არ დაიშვება ღონისძიებაზე, გთხოვთ ყველამ იქონიოთ ID ბარათი