&ME-Keinemusik თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
&ME-Keinemusik

&ME-Keinemusik

&ME-Keinemusik
Turtle Lake, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 350
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

09.05.2025
პარასკევი
21:00
350 ₾ - 400
350 ₾ - 400
ვრცლად

აღწერა

რედიუმი იწყებს მასშტაბური და დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავლების სერიას და პირველად საქართველოში - თბილისში კუს ტბაზე წარმოგიდგენთ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერმანული მუსიკალური ლეიბლის - keinemusik-ის საღამოს, სადაც ამავე მუსიკალური კოლექტივის წევრი - &ME დაუკრავს.
&ME - ტექნო და ჰაუს მუსიკის სამყაროში უცაბედად გამოჩნდა, რაც მისი მუსიკისადმი ძლიერი სიყვარულისა და ინტერესის დამსახურებაა. კარიერის მანძილზე, თავისი უნიკალური სტილითა და განსხვავებული ხედვებით, &ME -მ მნიშველოვანი ფუნდამენტი მოამზადა, იმისათვის რათა მას ვუწოდოთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დახვეწილი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი.

ზემოთხსენებული ფუნდამენტი კი მოიცავს, უამრავ სოლო რელიზებს, რემიქსებს, პროექტებსა თუ ერთობლივ ნამუშევრებს, რომელთა ჩამონათვალი ნამდვილად შთამბეჭდავია.

მსოფლიოში, არც ისე ბევრი არტისტი შეგხვდებათ, რომელსაც იმდენი და იმ დონის მუსიკალური ნამუშევრები აქვს შექმნილი, რამდენიც &ME-მ შექმნა ბოლო წლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნამუშევრები, გერმანულ ლეიბლზე - keinemusik, სადაც იგი ამავე სახელწოდების მუსიკალური კოლექტივის წევრიც არის, ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: Rampa, Adam Port, Reznik და გრაფიკული დიზაინერი და ფოტოგრაფი Monja Gentschow.

ეს უკანასკნელი სწორედ ის არტისტია, ვინც &ME-ს და დანარჩენ მუსიკოსებს დაეხმარა, ზემოთხსენებული ლეიბლის შექმნაში, 2009 წელს. ასევე აღსანიშნავია, &ME -ს რემიქსი Guy Gerber-ის ტრეკზე “What To Do”. &ME -ს ყველა ჰიტი, დაკრული აქვს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ დიჯეებს, მთელი პლანეტის მასშტაბით, რაც მისი პოპულარობის მიზეზს, სრულიად ცხადყოფს.

&ME -ს უსაზღვრო წარმატება, მისმა თვითდისციპლინამ, შინაგანმა სიმსუბუქემა და საკუთარ თავზე მუშაობამაც განაპირობა. ინოვაციური მიგნებებისა და მასიური ჟღერადობების შერწყმის უნარი, აქცევს &ME -ს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მნიშვნელოვან ფიგურად, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

აქვე ცოტა რამ - Keinemusik-ზეც:

Keinemusik - ბერლინში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ლეიბლი და მუსიკალური კოლექტივია, რომელიც Rampa, Adam Port, Reznik, &ME-მ და Monja Gentschow-მ შექმნეს. ლეიბლზე 60-ზე მეტი რელიზია გამოქვეყნებული და მათი ძირითადი მიმართულება, ჰაუს და ტექნო მუსიკის ჟანრებია. აღნიშნული კოლექტივი და მისი წევრები, უსაზღვროდ პოპულარულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყოველი მათი ღონისძიება, დაუვიწყარი და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.

 

Regular Tickets:

early bird 140 ლ (SOLD OUT)
I კალათა: 150₾ (SOLD OUT)
II კალათა: 175ლ (SOLD OUT)
III კალათა: 200ლ (SOLD OUT)

 

Terrace Tickets:

I კალათა: 250ლ (SOLD OUT)
II კალათა: 300ლ  (SOLD OUT)

III კალათა: 350ლ


Backstage Tickets:

I კალათა: 300ლ  (SOLD OUT)

II კალათა: 350ლ  (SOLD OUT)

III კალათა: 400ლ

 

 ასაკობრივი შეზღუდვა 18+

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კარზე იმოქმედებს მკაცრი ფეის კონტროლი. ბილეთის ქონის მიუხედავად კი ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ შემოუშვას სტუმარი. (ასეთ დროს მომხმარებელს ბილეთის თანხა დაუბრუნდება)

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

&ME-Keinemusik

ადგილი

კუს ტბა
კუს ტბა
Turtle Lake, Tbilisi
კუს ტბა ან ქორქის ტბა — ტბა საქართველოში, ქალაქ თბილისში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ სიმაღლეზე. კუს ტბა თბილისელთათვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება