მე და ჩემი ჩრდილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მე და ჩემი ჩრდილი

მე და ჩემი ჩრდილი

მე და ჩემი ჩრდილი
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

19.04.2026
კვირა
19:00

აღწერა

სოფია ბზეკალავა x Drunk Zodiacs 
[მე და ჩემი ჩრდილი] 🍷

გეპატიჟებით განსაკუთრებულ საღამოზე, სადაც ასტროლოგია, საინტერესო დისკუსია და გამორჩეული ღვინო ერთმანეთს ხვდება.

Drunk Zodiacs-ისა და ასტროლოგ სოფია ბზეკალავას კოლაბორაციის ფარგლებში, ვიწყებთ შეხვედრების სერიას. პირველი ღონისძიების მთავარი თემაა „მე და ჩემი ჩრდილი“.

რა გელით საღამოზე?

✨ ინტერაქციული დისკუსია: განვიხილავთ ჩვენს ფარულ მხარეებს, ზოდიაქოს ნიშნების მისტიკასა და იმ „ჩრდილებს“, რომლებიც ჩვენს ხასიათს აყალიბებენ.
✨ კითხვა-პასუხის რეჟიმი: სტუმრებს გექნებათ შესაძლებლობა, პირადად დაუსვათ სოფიას თქვენთვის საინტერესო კითხვები.
✨ გარემო: საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი.
✨ გასტრონომია: დააგემოვნებთ Drunk Zodiacs-ის გამორჩეულ ღვინოებსა და სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებულ ფურშეტს.

ეს არის სივრცე მათთვის, ვინც ეძებს ახალ აღმოჩენებს, უყვარს სიღრმისეული საუბრები და აფასებს ხარისხიან დასვენებას.

📅 თარიღი: 19 აპრილი
🕖 დრო: 19:00 სთ
📍 ლოკაცია: Baasi Wine Bar & Shop

🎫 დასწრების პირობები: ადგილები შეზღუდულია, დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

შემოგვიერთდით იქ, სადაც ვარსკვლავები და ღვინო ერთმანეთს ხვდება.

ფოტო და ვიდეო

მე და ჩემი ჩრდილი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება