გაინტერესებს როგორ მღეროდნენ ადრე საქართველოში? 💫
🎶 26 სექტემბერს, ᲡᲙᲔᲜᲔს სცენაზე ანსამბლი “მჭელი” წინაპართა ხმებს გააცოცხლებს და წარმოგვიდგენს საქართველოს ყველა კუთხის უძველეს სარიტუალო სიმღერას 🇬🇪
“მჭელის” რეპერტუარი ძველ საექსპედიციო ჩანაწერებს და სანოტო კრებულებს აერთიანებს, რომლის ერთერთი შემგროვებელიც არის ანსამბლის ხელმძღვანელი, ქეთევან ბაიაშვილი✨
ეს არის პერფომანსი, სადაც გაერთიანებულია ქართული არქაული სამოსი, ხმა და ხასიათი ⚜️
🍷 კონცერტი მიმდინარეობს ნატურალური ღვინის თანხლებით
მისამართი
📍რიგის ქუჩა #7