18 იანვარს, კლუბი Noble Savage უმასპინძლებს Matthias Meyer-ს. მას Welcoming Set -ით ქართველი არტისტი დავით ღვაბერიძე, სასცენო სახელით Stimmhalt დახვდება.
კლუბ Watergate-ის დიდი ხნის რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი მატიას მეიერი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სელექტორი მსოფლიოს მასშტაბით. მატიას-ის სეტები, აჩვენებენ მის უნიკალურ სტილს, რომელიც მერყეობს ამაღლებული ორკესტრალური რითმებსა და ღრმა, ჰიპნოზურ ტომობრივ ჭრილებში.
გარდა მისი თითქმის 10 წლიანი Watergate-ის (ბერლინი) რეზიდენტობისა, მატიას მეიერმა რეზიდენტობა გაწია Hot Since 82's Labyrinth ღონისძიებაზე პაჩა, იბიცაში. მატიას-ი რეგულარულად უკრავს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორებიცაა London Tobacco Dock, Liverpool's Circus, Fabrik Madrid, Rex Paris და მრავალი სხვა. მათიას მეიერის შექმნილი მუსიკა და რემიქსები მრავალი წამყვანი დიჯეის ინსპირაციაც გახლავთ.