„მაცური” თანამედროვე პოპ-კულტურის იაპონური ფესტივალია.
ჩვენი მიზანია თანამედროვე პოპულარული სუბკულტურების - ისეთი როგორიც არის: ანიმე, მანგა, იაპონური თანამედროვე მოდა, კორეული პოპი, კიბერსპორტი, ქოსფლეის განვითარების ხელშეწყობა და ამავედროს ტრადიციული იაპონური კულტურის გაცნობა სხვადასხვა აქტივობებით.
ფესტივალი „მაცური“ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით 2015 წლიდან ტარდება.
ფესტივალზე ეწყობა სხვადასხვა იაპონური კულტურის დამახასიათებელი გასართობი აქტივობები:
შოდო, კუჯიბიკი გათამაშება, ომიკუჯი, ტანაბატა და ობაკეიაშიკის ოთახი.
ასევე იქნება განთავსებული სხვადასხვა დახლები სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ იაპონური კერძები, შეიძინოთ მანგა, იაპონიასა და ანიმესთან დაკავშირებული აქსესუარები.
ფესტივალის სასცენო განრიგი:
16:30 - ფესტივალის კარების გახსნა
17:00 - იაპონიის ელჩის - ბ-ნი იშიზუკა ჰიდეკის მისალმება
17:15 - იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის სასცენო პროგრამა:
იაპონური სიმღერები
იაპონური თანამედროვე ცეკვა
იაპონური ლოლიტა სტილის დეფილე ft. NIXX პერფორმანსი
იაპონურ-ქართული ცეკვა „ავა ოდორი“
საქართველოს კენდოს ასოციაცია
კაბუკი - „ფუჯიმუსუმეს“ ცეკვა
18:30 - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პროგრამა
18:50 - ილიას უნივერსიტეტის იაპონური ენის სტუდენტების პროგრამა
19:30 - კორეული პოპის ცეკვის კონკურსი
20:10 - ქოსფლეი კონკურსი
21:20 - იაპონური ანიმეს „Children Of The Sea”-ს ჩვენება
ჩვენება ხორციელდება იაპონიის ფონდის მხარდაჭერით
23:00 - ფესტივალის დასარული
5 წლამდე ბავშვების შემოსვლა უფასოა
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება