იაპონური ფესტივალი მაცური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
იაპონური ფესტივალი მაცური

იაპონური ფესტივალი მაცური

იაპონური ფესტივალი მაცური
2 Monk Gabriel Salosi I Turn, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.07.2026
შაბათი
18:00
50 ₾ - 70
50 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

 

„მაცური” თანამედროვე იაპონური პოპ-კულტურის ფესტივალია. ჩვენი მიზანია თანამედროვე პოპულარული სუბკულტურების - ისეთი როგორიც არის: ანიმე, მანგა, იაპონური თანამედროვე მოდა, კორეული პოპი, კიბერსპორტი, ქოსფლეის განვითარების ხელშეწყობა და ამავედროს ტრადიციული იაპონური კულტურის გაცნობა სხვადასხვა აქტივობებით. 


ფესტივალი „მაცური“ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით 2015 წლიდან ტარდება. ფესტივალზე ეწყობა სხვადასხვა იაპონური კულტურის დამახასიათებელი გასართობი აქტივობები როგორიც არის იაპონური კალიგრაფია - შოდო, ომიკუჯი, ორიგამი. 


ფესტივალი ღია ცის ქვეშ ტარდება. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სხვადასხვა დახლები სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი იაპონური კერძები - რომელსაც იაპონელი შეფ-მზარეულები მოამზადებენ.


ფესტივალის განმავლობაში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები იაპონიიდან - მარაოები, გრაგნილები, მანგები, ტრადიციული ტკბილეულობა, ანიმე ფიგურები, პოსტერები და სხვა უამრავი იაპონიასა და ანიმესთან დაკავშირებული აქსესუარები.


ფესტივალზე ჩატარდება ქოსფლეი და K-pop ცეკვის კონკურსები!


ასაკობრივი შეზღუდვა: არ გვაქვს, 5 წლამდე ბავშვების შემოსვლა უფასოა 

 

ფოტო და ვიდეო

იაპონური ფესტივალი მაცური

ადგილი

Elektrowerk
ავთენტური ვინტაჟური ინდუსტრიული განწყობა და ძველი საბჭოთა ელექტროძრავების ქარხნის ინტერიერი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება