ლუსი — ნიუ-იორკის ქორწინების სააგენტოს საუკეთესო თანამშრომელია: ის ოსტატურად აერთიანებს წყვილებს, თუმცა თავად არავის ხვდება, რადგან დარწმუნებულია, რომ ღირს დაელოდოს და იქორწინოს ნამდვილად უზრუნველყოფილ მამაკაცზე.
ბედნიერი შემთხვევა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის ინტერვალში გმირის წინაშე ერთდროულად ორ შესანიშნავ თაყვანისმცემელს აჩენს, რომანტიკული კომედიისთვის თითქოს მაგიური ხერხია. თუმცა Celine Song-ისთვის ბედი და ფატუმი სცენარის უბრალო ინსტრუმენტზე მეტია — ეს მისი შემოქმედებითი ინტერესის მნიშვნელოვანი თემაა. სათაურისა და მთავარი გმირის განზრახვების მიუხედავად, ჩვენს წინაშეა მშვიდი, ნაზი და სიღრმისეული კინო. უკვე მეორე ფილმია ზედიზედ, სადაც სონგი ერთგული რჩება საკუთარ დაფიქრებულ და თბილ ინტონაციას, ამიტომ „Materialists“განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც რეჟისორი უკვე შეუყვარდა მისი გამორჩეული ფილმით Past Lives (2023).
ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“ ორ კატეგორიაში, მათ შორის — საუკეთესო ფილმისნომინაციაში.
