ლევილის დედა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ლევილის დედა

ლევილის დედა

ლევილის დედა
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 18
advertising
ქართული

აღწერა

საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში გასული საუკუნის 20-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს დევნილი მთავრობა დასახლდა, სადაც მათ მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ამ მამულს პატრონობას უწევდა ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი და მისი მეუღლე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი ვალოდია გოგუაძე. სპექტაკლი ისტორიული ხასიათისაა და ნამეტიასა და ვალოდიას ემიგრაციაში გატარებულ წლებთან ერთად ამ მამულის დაარსების ისტორიას ეხება.

 

ფოტო და ვიდეო

ლევილის დედა

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება