მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში - პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგებისთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში - პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგებისთვის

მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში - პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგებისთვის

მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში - პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგებისთვის
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან5040
advertising
ქართული

განრიგი

17.04.2026
პარასკევი
17:00
5040

აღწერა

დაიწყო მიღება ფსიქოკონსულტირების სასწავლო მასპეციალიზირებელ პროგრამაზე.

პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, რომელთაც სურთ ფსიქოკონსულტირებაში სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება.

სწავლება მოიცავს თეორიული და პრაქტიკული ნაწილების სინთეზს და მიზნად ისახავს მოამზადოს მონაწილეები პრაქტიკული საქმიანობისთვის ფსიქოკონსულტანტირების მიმართულებით.

სწავლების მეთოდები:

- ინტერაქციული ლექციები

- რეალური ქეისების ანალიზი (Case-study)

- დისკუსია

- ჯგუფური მუშაობა

- ლიტერატურასთან მუშაობა

 

პროგრამა ორიენტირებულია მონაწილეს გადასცეს:

- ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული უნარები

- ფსიქოკონსულტირების თეორიული საფუძვლების სიღრმისეული გააზრება

- კომუნიკაციის მოსმენის და სტრატეგიული ინტერვენციის მექანიზმები

- პროფესიული თავდაჯერებულობა და ეთიკური პრაქტიკის უნარ-ჩვევები

პროგრამის კომპონენტები:

- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტირების თავისებურებები

- ოჯახთან ფსიქოლოგიური კონსულტირების თავისებურებები

- ფსიქოკონსულტირება სტრესის და ტრავმის დროს

- ფსიქოპსთოლოგია იდენტიფიცირება და მუშაობა მულტიდისციპლინურ გუნდთან

- პიროვნების განვითარება და ასაკობრივი კანონზომირებები, ხანდაზმულებთან მუშაობა

- პროცესის წარმოების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩო

პროგრამას უძღვებიან:
ნანა გოგიჩაშვილი
ეკატერინე დარსანია
მარიამ გოჩაძე
თამარ მერაბიშვილი
ნინო კობახიძე

პროგრამის საფასური: 
✅️პროგრამის სრული ღირებულებაა 5040 ლარი. 
სრული ღირებულება გადანაწილებულია 12 თვეზე, შესაბამისად, თითოეული თვის გადასახადია 420 ლარი.

✅️საშეღავათო პირობები: 
პროგრამაზე ინდივიდუალურად 28 თებერვლამდე რეგისტრაციის შემთხვევაში კურსის ღირებულებაზე ვრცელდება ფასდაკლება და სრული კურსის ღირებულებაა 4080 ლარი 5040 ლარის ნაცვლად. 
კურსის ღირებულება გადანაწილებულია 12 თვეზე, შესაბამისად, თითოეული თვის გადასახადია 340 ლარი.

✅️პროგრამის ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში პროგრამის ღირებულებაა 4500 ლარი 5040 ლარის ნაცვლად.

✅️მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებისთვის პროგრამის ღრებულებაზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება და თითოეული თვის გადასახადია 360 ლარი.

‼️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 აპრილი.

✅️სააპლიკაციო ღირებულებაა 80 ლარი რომელიც პროგრამაზე სწავლის დაწყების შემთხვევაში გამოაკლდება პირველი თვის გადასახადს. 
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ღირებულება უკან არ ბრუნდება.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://tinyurl.com/mtm5aar5
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 115 909
imsgeorgia@gmail.com

ფოტო და ვიდეო

მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში - პროფესიული დახელოვნება ფსიქოლოგებისთვის

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება