აღწერა
კეცვა-ღებვის მაგიურ თავგადასავალში გეპატიჟებით ელენე მალაშევსკი-ჯაყელთან ერთად, ბავშვებსაც და უფროსებსაც, ვისაც ფერებთან თამაში გიყვართ, ან ჯერაც არ გიცდიათ. ჯადოქრულ ოინებს გასწავლით, თითქოს უცნაურ ექსპერიმენტებს ვატარებთო... ფერები ამოძრავდებიან, შეერწყმებიან და რაღაც სრულიად უნიკალურს შექმნიან თქვენი ხელით.