27 მარტს (ხუთშაბათი) გაიმართება მასტერკლასი „მარკეტინგის 100 ტენდენცია“ ირინა ლასტოვკასთან ერთად - მარკეტოლოგი და Ertad-ის დამფუძნებელი საქართველოში.
ირინა არის ბრენდინგისა და მარკეტინგის სპეციალისტი 15-წლიანი გამოცდილებით. საქართველოში მან დააფუძნა ბიზნეს-საზოგადოება და ბიზნეს-აგენტობა Ertad, რომელიც დაკავებულია ბიზნეს-პროექტების წამოწყებითა და ინვესტიციების მოზიდვით.
უკვე 4 წელია, რაც ირინა ხელმძღვანელობს მარკეტინგულ სააგენტოს Ertad Marketing, რომელმაც წარმატებით განახორციელა 30-ზე მეტი პროექტი საქართველოს ბაზარზე. გუნდი მუშაობს მარკეტინგზე - ბიზნესის ნულიდან წამოწყებიდან 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიების რებრენდინგამდე, ასევე SMM, კონტენტის შექმნა და კომპლექსური პრომოუშენი.
ირინა ისაუბრებს მარკეტინგის ძირითად ტენდენციებზე და მათ ადაპტაციაზე საქართველოს ბაზრის პროექტებში, განიხილავს მაგალითებს მონაწილეებიდან და უპასუხებს შეკითხვებს.