რა არის მასტერ-გრუპა?
ეს არის მასტერმაინდები და სხვა ფორმატები, რომლებიც მიზნად ისახავს ბლოგის და პირადი ბრენდის განვითარებას ინტერნეტში.
ბლოგი არის ბიზნესი, რომელსაც მაღალი მარჟინალურობა აქვს. ხოლო პირადი ბრენდი არის უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ ცხოვრებაში და ბიზნესში. მას შეუძლია ინვესტიციების მოძიებაში, პარტნიორების მოზიდვაში და სხვადასხვა სფეროში სწრაფ ზრდაში დახმარება.
„გრუპის მთავარი ღირებულებაა ის, რომ ეს არის თანასწორთა ჯგუფი. ჩვენ აქ მოვდივართ, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და სხვებზე. დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს. თითოეული წევრის აზრსა და გამოცდილებას შეუძლია ჯგუფის თითოეულის ცხოვრება შეცვალოს. და ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება,“ — ამბობს ალა ფილინა.
როდის ტარდება შეხვედრები?
პარასკეობით KERA Space-ში,
თბილისი, შატბერაშვილის ქ. 23,
16:00-დან 18:00~19:00-მდე.
ვისთვის იქნება ეს ჯგუფი სასარგებლო?
ვინც გეგმავს ბლოგის მეშვეობით პირადი ბრენდის განვითარებას. ჯგუფში იქნება ცოდნა, გამოცდილება და მხარდაჭერა. შეძლებთ იდეების მოსმენას და კოლაბორაციების შეთანხმებას. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ძალიან გამოსადეგია მათთვის, ვინც მართლა ხვდება, რომ ბლოგი არის წარმოუდგენლად მაგარი ზრდის წერტილი და მასშტაბირების შესაძლებლობა.