მენიუ
28 ივლისს, Black Sea Arena ლეგენდარულ ბრიტანულ პროექტს Massive Attack-ს უმასპინძლებს.
პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება მიეცემა ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს გავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.
Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში.