ის, რასაც ესთეტიკური მედიცინის სფერო მოუთმენლად ელოდა, კვლავ აქ არის.
7-8 მარტს, Radisson Blu Iveria მასპინძლობს Medical Aesthetic Summit (MAS)-ს სივრცეს, სადაც ინოვაცია, ცოდნა და პროფესიონალების ენერგია ერთიანდება.
მათთვის, ვინც პირველად გვიერთდება:
MAS არის ყოველწლიური მასშტაბური შეკრება, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დერმატოლოგებს, პლასტიკურ ქირურგებს, ესთეტიკური მედიცინის ექიმებსა და კლინიკების ხელმძღვანელებს. თუ თქვენთვის პრიორიტეტული პროფესიული ზრდა და დარგის სიახლეების ეპიცენტრში ყოფნაა, ეს სამიტი სწორედ თქვენთვის შექმნილი გარემოა. ჩვენი მისიაა, ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად, გაგიზიაროთ ინოვაციური ტექნოლოგიები, თანამედროვე მიდგომები და ის უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, რაც დღეს მსოფლიო მედიცინაში არსებობს.
რას გთავაზობთ MAS 2026? ![]()
ორდღიანი სამიტი დატვირთულია მრავალსექტორული კონფერენციით, საგამოფენო სივრცით, პრაქტიკული ვორქშოფებითა და ინტერაქციული სესიებით. პროგრამას კი ტრადიციულად დააგვირგვინებს დაუვიწყარი გალა საღამო - საუკეთესო შესაძლებლობა არაფორმალური კომუნიკაციისთვის, დასვენებისა და ახალი საქმიანი კავშირებისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერები: GEOPRAS, GAIA, GA-PSC.
არ გამოტოვოთ შანსი, გახდეთ დარგის მთავარი მოვლენის ნაწილი! ![]()
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/3qS5zmnLGVtFaxQH9
ფორმის შევსების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი პირადად დაგიკავშირდებათ რეგისტრაციის დასასრულებლად და ყველა თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად.
