მარკეტა ლაზაროვა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მარკეტა ლაზაროვა

მარკეტა ლაზაროვა

მარკეტა ლაზაროვა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ჩეხური კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმად აღიარებული ნამუშევარი, რომელიც თითქმის იმავე პერიოდში გამოვიდა, როცა ანდრეი ტარკოვსკის „ანდრეი რუბლიოვი“, და მასთან არაერთი თემატური თუ ვიზუალური მსგავსება აქვს.

ფილმი XIII საუკუნის ჩეხეთს საოცარი რეალიზმით აცოცხლებს. ახალგაზრდა მარკეტა შემთხვევით სასტიკი ყაჩაღების ოჯახის — კოზლიკების — დასახლებაში აღმოჩნდება და იქ რჩება, როგორც ძველი ჩეხეთისა და თანდათან ძალაუფლებას მომძლავრებული სამეფო ხელისუფლების დაპირისპირების ბნელი მოვლენების მოწმე და მონაწილე.

ამ ფილმის ყურება მარტივი არ არის — ეკრანზე განვითარებული მოვლენები განსაკუთრებული სისასტიკითა და სიმძიმით გამოირჩევა. თუ ტარკოვსკი ყველაზე მძიმე ეპიზოდებს სინათლითა და იმედით სავსე მომენტებით ანაცვლებს, აქ მაყურებელს თითქმის სრულ უიმედობასთან უწევს შეხვედრა, რომელსაც მხოლოდ სიყვარულის მცირედი ნაპერწკალი არღვევს. თუმცა ეს რთული გამოცდილება საბოლოოდ ნამდვილად ღირს.

🏆 ფილმი არაერთხელ დასახელდა ჩეხეთის კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმად.

🏆 Rotten Tomatoes-ზე მას 100%-იანი რეიტინგი აქვს.

ფოტო და ვიდეო

მარკეტა ლაზაროვა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება