მარია ბუენოს-აირესიდან თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მარია ბუენოს-აირესიდან

მარია ბუენოს-აირესიდან

მარია ბუენოს-აირესიდან
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

8, 9, 10 და 11 მარტს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ წარმოგიდგენთ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარია ბუენოს-აირესიდან“.

ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ - „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი - “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“). 

ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა. 

ასტორ პიაცოლას „მარია ბუენოს-აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი, ერთადერთი ოპერეტაა, რომლის პრემიერა 1968 წელს ბუენოს აირესში შედგა. ოპერის ლიბრეტო ორასიო ფერერს ეკუთვნის, მარიას პირველი შემსრულებელი კი, შემდგომში პიაცოლას მეუღლე, ამელიტა ბალტარი იყო.

იგი შესრულებული იყო თვისობრივად ახალი ჟანრის, „ოპერა-ტანგოს“ სტილში, რის გამოც, თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. ესაა ისტორია ბუენოს-აირესის გარეუბანში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომისა. 17 სხვადასხვა სცენა გვიამბობს მარიას ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპებზე.

ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო მან ბორდელები, კაბარეები, ქალაქების ცენტრები, ჟამთა სვლასთან ერთად, როგორ ამოწურა საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა, როგორც ჟანრი.

8, 9, 10 და 11 მარტს, ასტორ პიაცოლას ცეცხლოვანი რიტმებით, მუსიკოსების არაჩვეულებრივი შესრულებითა და რეჟისორის ორიგინალური დადგმით, „მარია ბუენოს-აირესიდან“ კოტე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაცოცხლდება და ოპერა-ტანგოს პრემიერა შედგება. 

შემსრულებლები:

„საქართველოს სინფონიეტა“

დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია)

მთხრობელი - კარლოს კლაუმანსმოლერ მორა (ესპანეთი)

მარია - მარიამ ჩუხრუკიძე / თამარ გოჩაშვილი

პაიადორი (ქუჩის მომღერალი) / ბუენოს-აირესელი მთვლემარე ბეღურა / უხუცესი ქურდი / პირველი ანალიტიკოსი / ხმა იმ კვირა დღისა - თორნიკე სახოკია

გუნდის ხელმძღვანელი - შიო აბრახამია

ბანდონეონი - მარსელო ნისინმან (არგენტინა)

სოლო ფორტეპიანო - თამარ ლიჩელი

ფორტეპიანო - თეონა მიქელაძე

გიტარა - ვაჩე ლალიაშვილი

ფლეიტა - ირაკლი ევსტაფიშვილი

დასარტყამი - გიორგი მელიქიშვილი

რეჟისორი - დავით საყვარელიძე

რეჟისორის ასისტენტი - თათა პოპიაშვილი

მხატვარი - ნინო კობიაშვილი

ქორეოგრაფი - მარიანა ფერნანდესი (არგენტინა)

ფოტო და ვიდეო

მარია ბუენოს-აირესიდან

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება