Maritime or Marine History? What Marine Creatures and Substances Reveal About Medieval Societies თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Maritime or Marine History? What Marine Creatures and Substances Reveal About Medieval Societies

Maritime or Marine History? What Marine Creatures and Substances Reveal About Medieval Societies

Maritime or Marine History? What Marine Creatures and Substances Reveal About Medieval Societies
20, რესთაველის გამზ.
advertising
ინგლისური

განრიგი

24.09.2025
ოთხშაბათი
19:00

აღწერა

ძვირფასო მეგობრებო Max Weber Stiftung – Georgia Branch ოფისიდან,
მოხარული ვართ, რომ კვლავ გიწვევთ ჩვენს შემდეგ ლექციაზე, რომელსაც წაიკითხავს ნიკოლას იასპერტი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი) თემაზე „Maritime or Marine History? What Marine Creatures and Substances Reveal About Medieval Societies“ („საზღვაო თუ ზღვის ისტორია? რა გვიამბობენ ზღვის არსებები და ნივთიერებები შუასაუკუნეების საზოგადოებების შესახებ“), რომელიც გაიმართება 24 სექტემბერს, 19:00 საათზე.

XXI საუკუნეში ზღვის წინაშე არსებული საფრთხეები გლობალურ საკითხად იქცა, რომელიც მთელ საზოგადოებას ეხება. ოკეანეების ჭარბი თევზჭერა, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, დაბინძურება, გადახურება და კლიმატის ცვლილების სხვა შედეგები გვაფიქრებინებს ადამიანის და ზღვის ურთიერთობაზე წარსულში.

შუა საუკუნეებში ეს კავშირი თითქოს ნაკლებად მჭიდრო იყო. შუასაუკუნეების ათასწლეული ხშირად აღიქმება როგორც მიწაზე ორიენტირებული ეპოქა. მოხსენებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ეს მოსაზრება და შემოთავაზებული იქნება ახალი მიდგომა. შუა საუკუნეების კვლევებში ზღვისკენ ყურადღების მიმართვა ახალი არ არის და უკვე აქვს საკუთარი აკადემიური ისტორია; თუმცა აქ განხილული იქნება საზღვაო და ზღვის ისტორიის პოტენციალი და იმ მიდგომების უპირატესობა, რომლებიც აკავშირებს ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

სამუშაო ენა:
ინგლისური (თარგმანის გარეშე)

 გთხოვთ, გადადით ბმულზე ღონისძიებაზე რეგისტრაციის დასაწყებად: რეგისტრაციის ფორმა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია ღიაა 2025 წლის 22 სექტემბრამდე!

ფოტო და ვიდეო

Maritime or Marine History? What Marine Creatures and Substances Reveal About Medieval Societies

ადგილი

Max Weber Stiftung - Georgia Branch Office
მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ფილიალის ოფიციალური Facebook გვერდი. იგი ხელს უწყობს აკადემიურ თანამშრომლობას საქართველოს, მიმდებარე კავკასიის ქვეყნებისა და გერმანიის ისტორიკოსებს შორის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება