MARIO BIONDI
კონცერტები

MARIO BIONDI

მარიო ბიონდის კონცერტის ორგანიზატორია "თაგის არტი-მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია". დასაწყისი: 20:00 
MARIO BIONDI
1 Melikishvili Street, Tbilisi
advertising

აღწერა

თბილისის საკონცერტო დარბაზში 27 ოქტომბერს კონცერტს გამართავს ცნობილი იტალიელი მომღერალი მარიო ბიონდი.

ჩარტების ლიდერი იტალიელი ვოკალისტი მარიო ბიონდი გამოირჩევა ღრმა, ხავერდოვანი და ამავდროულად ხრინწიანი ბარიტონით, რომელიც უკიდურესად დაბალი, ინტენსიური და განსაკუთრებულად ემოციურია სოულის, R&B-ის და ჯაზის შესრულებისას.

 

ფოტო და ვიდეო

MARIO BIONDI

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი
1 Melikishvili Street, Tbilisi
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.