მარია კალასი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერალია, უნივერსალური მომღერალი. `ოთხი ხმა ერთ ქალში”, _ წერდა `ნიუ-იორკ ტაიმზი”.
ჰერბერტ ფონ კარაიანისა და ლეონარდ ბერსტაინის, ლუკინო ვისკონტისა და ფრანკო ძეფირელის გამოჩენის შემდეგ, ყოველი სპექტაკლი მარია კალასის მონაწილეობით უდიდეს მოვლენად იქცეოდა ხოლმე. ლა სკალას დედოფალი _ Lა Dივინა! _ ასე მონათლეს კრიტიკოსებმა.
კალასმა ოპერა ნამდვილ დრამატულ თეატრად აქცია, `უბრალო გამაც კი მარიას შესრულებით სიხარულს, წუხილს ან სევდას გამოხატავდა”.
ცნობილ ბერძენ მილიონერ არისტოტელე ონასისთან განშორების შემდეგ (ონასისმა ცოლად შეირთო პრეზიდენტ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი), კალასმა ხმა დაკარგა.
მარია კალასი გარდაიცვალა პარიზში სრულიად მარტო, ყველასაგან მივიწყებული. მისი ფერფლი, ანდერძის თანახმად, ეგეოსის ზღვაზე მოაბნიეს.