თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორის - მარჩელო როტას კონცერტს.
მარჩელლო როტა ცნობილია როგორც დირიჟორი, რომელმაც არაერთხელ ითანამშრომლა ლეგენდარულ კომპოზიტორებთან, როგორიცაა ნინო როტა და ენიო მორიკონე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები ხშირად გამოიყენება ცნობილ ფილმებში. მაგალითად, 2023 წელს ლისაბონში გამართულ კონცერტზე, როტამ ორკესტრალურ შესრულებაში წარმოადგინა ისეთი ფილმების საუნდტრეკები, როგორიცაა „ნათლია“ (The Godfather), „კარგი, ცუდი და მახინჯი“ (The Good, the Bad and the Ugly), „მისია“ (The Mission), „რომეო და ჯულიეტა“ (Romeo and Juliet) და „ერთხელ ამერიკაში“ (Once Upon a Time in America).
გარდა ამისა, მარჩელლო როტას ხელმძღვანელობით შესრულებული ნინო როტას კომპოზიციები, როგორიცაა „La Dolce Vita“ და „8½“, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ფილმებში და კონცერტებში