მარკ რიბოს კვარტეტი (MARC RIBOT QUARTET “HURRY RED TELEPHONE”)მარჯანიშვილის თეატრი https://www.youtube.com/watch?v=T8y9A35enDw
მარკ რიბოტი - არის ექსპერიმენტული ჯაზისა და ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული გიტარისტი ნიუ-იორკიდან. ის ცნობილია, როგორც ტრადიციული ჯაზის წესების დამრღვევი და სხვადასხვა სტილის გამაერთიანებელი. თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა Tom Waits, Robert Plant და John Zorn. მისი ახალი პროექტი Marc Ribot Quartet 'Hurry Red Telephone', რომლითაც წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე, აგრძელებს მის ექსპერიმენტულ-ავანგარდული ჟღერადობის ხაზს.
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25% ფასდაკლებით. 6 აპრილიდან კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.