მენიუ
29 მარტს, ტერასა ორბელიანზე, ცნობილი ბერძენი მუსიკოსი Marasi დაუკრავს.
Marasi - მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, თავისი უნიკალური სტილით, აფრო ჰაუსითა და ტექნო რითმებით, 20 წელია ელექტრონულ მუსიკაში წარმატებულად მოღვაწეობს.
ნამუშევრებს "Tormenta", "Rapture" და "Esos" 70 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს Spotify-ზე და მხარდაჭერა ინდუსტრიის ისეთი ცნობილი მოღვაწეებისგან, როგორებიცაა: Solomun, Tiesto, David Guetta, Damian Lazarus, Carl Cox და სხვა.
მისი ბოლო თრექები, "Tormenta" და "Besame Mucho"- Beatport Afro House Chart-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. არტისტის რემიქსებში შედის Bob Sinclar და Planet Funk-ის ნამუშევრები.
საღამოს გახსნის და მოწვეულ არტისტს უმასპინძლებს თბილისის საზოგადოებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი მუსიკოსი FRANKIE.