მანდარინობა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მანდარინობა

მანდარინობა

მანდარინობა
გ. ციხისძირი (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან15 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.11.2026
შაბათი
11:00
15 ₾ - 25 ₾
15 ₾ - 25 ₾
ვრცლად

აღწერა

მანდარინობა — ფესტივალი 28 ნოემბერს გაიმართება 

მანდარინის მოსავლის აღების სეზონისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი თავდაპირველად 21 ნოემბერს, Castello Mare-ში უნდა გამართულიყო, თუმცა ამინდის არასახარბიელო პროგნოზის გამო ორგანიზატორებმა ღონისძიების ერთი კვირით გადადება გადაწყვიტეს.

ფესტივალი 28 ნოემბერს გაიმართება, თავდაპირველი პროგრამა კი უცვლელი დარჩება!

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად დაკრიფონ მანდარინი, ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკითა და ქართული ცეკვებით, დაათვალიერონ ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

ფესტივალის პროგრამა

11:00–13:00 | მანდარინის კრეფა

ღონისძიების თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სასტუმროს მიმდებარე ბაღში მანდარინი უშუალოდ ხეებიდან დაკრიფოს.

ფასები:

  • უფროსები — 25 ლარი

  • 12 წლამდე ბავშვები — 15 ლარი

14:00 საათიდან | ფესტივალის ძირითადი პროგრამა

ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის მარკეტი, ცოცხალი მუსიკა, მანდარინის მურაბისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები, თამაშები პრიზებითა და საჩუქრებით, ქართული სიმღერისა და ცეკვის შოუ, Circular Food Stand და ლამაზი შემოდგომის დეკორაციები დაუვიწყარი ფოტოებისთვის.

17:00 საათიდან | DJ Set

ფესტივალზე დასწრება უფასოა!

ფოტო და ვიდეო

მანდარინობა

ადგილი

Castello Mare Hotel & Wellness Resort

შავი ზღვის სანაპიროდან მხოლოდ ერთი წუთის სავალზე მდებარე ეს მსუბუქი და მყუდრო კურორტი განთავსებულია რამდენიმე შენობაში.
ციხისძირის რკინიგზის სადგური მხოლოდ 3 წუთის სავალზეა, ხოლო ბათუმის ბოტანიკური ბაღი — 11 კილომეტრში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება