28 მარტს, cafe-gallery უმასპინძლებს ავთენტურ ანდერგრაუნდ არტისტს, Mamaflex-ს, რომელიც წარმოგვიდგენს დაუვიწყარ და ენერგიულ შესრულებას.
2018 წლიდან, Mamaflex ცდილობს მუსიკალური საზღვრების გაფართოებას თავისი ექსპერიმენტული და უნიკალური სტილით, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მას ჰყავს დიდი რაოდენობის გულშემატკივარი. ხოლო მისი ყოველი გამოსვლა დიდ აუდიტორიას იზიდავს.
666UBA
იგი მუსიკალურ ინდუსტრიაში 15 წლიდან არის ჩართული, ამ წლების განმავლობაში განავითარა საკუთარი თავი მუსიკის სხვადასხვა ჟანრში, მან თავისი მუსიკა 18 წლის ასაკში იპოვა ვილნიუსში ცხოვრებისას, იგი მუსიკას თავის საერთო საცხოვრებელში ქმნიდა, სადაც დაიბადა 666UBA და ეს იყო ყველაფრის დასაწყისი.
Mind Waves & Nearsonic
„Mind Waves (გიორგი ქათამაძე) და Nearsonic (ნიკუშა ყურაშვილი) არიან Booking Waves-ის თანადამფუძნებლები. ეს არის პლატფორმა, რომელიც ეძღვნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არტისტებს. იგი აკავშირებს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს და ქმნის ნიჭის განვითარების შესაძლებლობებს.“