აღწერა
ნებისმიერი სახის ნაწარმოები მაშინაა გენიალური, თუ ის ყველა დროს ესადაგება და ზოგად საკაცობრიო ხასიათს ატარებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება უილიამ შექსპირის " მაკბეტი ". პიესაში დასმულ კითხვებზე ერთნიშნა პასუხი არ არსებობს. სპექტაკლის მიზანია გამოიკვლიოს თუ როგორია ამ პასუხებამდე მისასვლელი გზა, როგორია ადამიანის ბუნება, როგორ და რა მოტივებით აქეზებდნენ ადამიანები ერთმანეთს ბოროტების ჩასადენად და სად არის ის ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგ ადამიანური შეცდომა საბედისწერო შეცდომად იქცევა ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
შესაძლებელია ბედისწერასთან ბრძოლა? რატომ გვჩვევია ადამიანის სიტყვების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება? რატომ რჩება მთავარი ყურადღების მიღმა? რომელია ცხოვრების მთავარი ბრძოლა? იქნებ ღირდეს დაფიქრება იმის სესახებ, რომ მთავარი ბრძოლა თითოეულ ადამიანს საკუთარ თავთან აქვს.
ასეთ შემთხვევაში გამარჯვების ერთადერთი გზა ღირსების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაა!