ჯადოსნური მოცარტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჯადოსნური მოცარტი

ჯადოსნური მოცარტი

ჯადოსნური მოცარტი
1, ოდისეა დიმიტრიადის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

24.04.2026
პარასკევი
20:00
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

2026 წლის 21-24 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ უმაღლესი რანგის მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოებს მრავალფეროვანი პროგრამით. პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, რომლის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება. 

 

24 აპრილს, 20:00 საათზე,     „ჯადოსნური მოცარტი“

 

ორგანიზატორი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

საღამო გაიმართება ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში / მისამართი  -  შ. რუსთაველის ქ. # 1

 

მონაწილეობენ: 

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენრტის  სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი - დავით მუქერია (საქართველო)  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია  

საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის სპეციალობით.

1987 წლიდან  დღემდე არის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის  დირიჟორი.  

1993- 2003 წწ. ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი დირიჟორი.

 დადგმული აქვს ოპერები : ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", რ. ლაღიძის "ლელა", ჯ. ვერდის "ბალ მასკარადი", "აიდა", "ოტელო", გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური", პ. მასკანის "სოფლის ღირსება". 

ფორტეპიანო - ალესანდრო მარანგონი (იტალია)  მარანგონიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა როგორც მშობლიურ იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის 2007 წელს პრესტიჟული Amici di Milano International Prize for Music- ზე.  მისი როგორც შემსრულებლის  მოღვაწეობა დაკავშირებულია ევროპის მრავალ ქვეყანასთან  და შეერთებულ შტატებთან. თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიცაა:  მარიო ანჩელოტი, ალდო ჩეკატო, ვალენტინა კორტეზე, კვირინო პრინციპე, Nuovo Quartetto Italiano-სთან და კარლო ზარდოსთან. 

ფოტო და ვიდეო

ჯადოსნური მოცარტი

ადგილი

Batumi Art & Music Center

2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება