მენიუ
28 ივნისს - Spacehall კუსტბაზე - Mono Hall-სა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan დაუკრავს.
Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.