MAGNETUDE ● THE MACHETE BOYZ ● SKUF ● NAVA თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
MAGNETUDE ● THE MACHETE BOYZ ● SKUF ● NAVA

MAGNETUDE ● THE MACHETE BOYZ ● SKUF ● NAVA

MAGNETUDE ● THE MACHETE BOYZ ● SKUF ● NAVA
30, პ. მელიქიშვილის ქ.
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.10.2025
პარასკევი
22:30
20

აღწერა

გელით ყველა საშიშ ბეისჰედს ჰელოუინის ივენთზე “Bass Or Treat”, სადაც დაგხვდებათ ენერგიული ბეის მუსიკა და შესაბამისი ატმოსფერო ღამის შესანიშნავად გასატარებლად Phloxy-ში.

 

ივენთი იქნება კოსტუმირებული, ასე რომ სასურველია მოხვიდეთ შესაბამისი "მორთულობით", გრიმით ან თუნდაც უბრალო ნიღბით, რათა ბოლომდე შეიგრძნოთ და შევინარჩუნოთ ჰელოუინის გარემო.

 

არტისტები:

MAGNETUDE ● THE MACHETE BOYZ ● SKUF ● NAVA

 

ინფორმაცია არტისტების შესახებ:

MAGNETUDE - საერთაშორისოდ ცნობილი დრამ ენდ ბეის პროექტი. 2015 წლიდან, მათი მუსიკა ისმის ამ ჟანრის ყველაზე მოთხოვნად ლეიბლებზე, როგორებიცაა Lifted Music, Eatbrain, Renegade Hardware, Viper Records, Ram Records და რათქმაუნდა Evolution Chamber, რომელიც მათ დააფუძნეს Task Horizon და Receptor-თან ერთად. მათი ლაივ შოუების ნახვა შეგიძლიათ ბეის მუსიკის უდიდეს ფესტივალებზე, მაგალითად Creamfields, Let It Roll, Pirate Station, XOYO, Darkshire და ა.შ.

 

THE MACHETE BOYZ - ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული პროექტი ქართული ბეის მუსიკის სცენაზე, რომლის ისტორიაც 2009 წლიდან იწყება. ჯგუფის ამჟამინდელი წევრები არიან ბექა გორგიძე-გაბუნია და ალექსანდრე სპირიდონოვი. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი ჟღერადობითა და ემოციებით, რაც დიდ გავლენას ახდენს მათს პროდაქშენსა თუ ლაივ შესრულებებზე. The Machete Boyz აქტიურად იღებდა მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მუსიკის ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე. დღესდღეობით TMB განაგრძობს მოგზაურობას მათთვის საყვარელ ბეის მუსიკის სამყაროში.

 

SKUF - Drum & Bass და Dubstep არტისტი, რომელიც საქართველოს ბეის სცენას ანგრევს თავისი ბინძური Jump-Up როლერებით, მძიმე 140 wobble-ებით და შეუჩერებელი ენერგიით სცენაზე. უკვე ორ წელზე მეტია, რაც აქტიურია სცენაზე და ამ დროის განმავლობაში Skuf-მა სახელი მოიხვეჭა თავისი ფეთქებადი სეტებით, მძიმე დროფებით და ჟღერადობით, რომელიც აერთიანებს აგრესიას და ანდერგრაუნდ გრუვს. მისი დეკებთან დგომა სრული ქაოსია - ენერგიული მიქსები, დიფ ბეისლაინები და ის უნიკალური “ბაუნსი”, რომელიც ხალხს შეუჩერებლად ამოძრავებს.

 

NAVA - შოთა კოვალენკო, NAVA, თბილისში დაფუძნებული დიჯეი და საუნდ დიზაინერია. DnB სცენაზე ის 2021 წლიდან გამოჩნდა და ბნელი, ენერგიული სელექციებით გამოირჩევა. მას არაერთხელ გაუზიარებია სცენა ქართველ DnB პიონერებთან ერთად.

 

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

 

კარები გაიღება: 22:30

 

ფეის კონტროლი / ასაკის კონტროლი (18+)

ფოტო და ვიდეო

MAGNETUDE ● THE MACHETE BOYZ ● SKUF ● NAVA

ადგილი