MAGIC SHOW თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
MAGIC SHOW

MAGIC SHOW

თქვენ იხილავთ აერიალისტების მიერ შესრულებულ სინქრონიზირებულ ტრიუკებს, რომელიც შეიცავს სხეულის გასაოცარ ენერგიას. პროფესიონალი ჟონგლიორების მიერ შესრულებულ წარმოუდგენელ სანახაობას არენაზე და ჰაერში. ასევე კარგად გაწვრთნილ უმხიარულეს ძაღლებსა და თხებს და სხვა მრავალ საინტერესო ნომრებს. საგაზაფხულო წარმოდგენებიც არ ჩაივლის უმხიარულესი ჯამბაზის გარეშე, რომელიც ევროპაში საუკეთესოა და მის მხიარულ ნომრებს მოაქვს სიცილი და ბედნიერება პატარა მაყურებლისთვის. მოემზადეთ მაგიისთვის, გართობისთვის და წარმოუდგენელი მღელვარებისთვის, მხოლოდ ჩვენთან - თბილისის ცირკში.  დასაწყისი: 13:00, 17:00
MAGIC SHOW
1 Heroes' Square
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

16 მარტიდან, საგაზაფხულო პროგრამა "MAGIC SHOW" — სამყარო, სადაც მთავარი გმირი არის მაგიის ოსტატი და ყოველი მისი მოქმედება ილუზიად იქცევა, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჯადოსნურ სამყაროში. 

ფოტო და ვიდეო

MAGIC SHOW

ადგილი

თბილისის ცირკი
თბილისის ცირკი
1 Heroes' Square
თბილისის ცირკი აშენებულია XX საუკუნის 1940-იან წლებში. წარსულში აქ გამოდიოდა მრავალი ცნობილი საცირკო შემსრულებელი და მსახიობი. 1934 წელს ამიერკავკასიის სახკომსაბჭომ და საბჭოთა კავშირის საგეგმო კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა „გომეცის“ და ტფილისის საბჭოს მიერ წარდგენილ იქნა პროექტი ტფილისში ცირკის ახალი შენობის აგებისა. ცირკის მშენებლობა დამთავრდა 1939 წლის მიწურულს. 1940 წელს დაიწყო სტაციონალური ცირკის შენობის ფუნქციონირება. განახლებული ცირკის დირექტორი წლების მანძილზე იყო ცნობილი მომღერალი და ველოსიპეტისტი ლადო კავსაძე. 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლი გახსნა. თბილისის ცირკის პროექტის ავტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა. თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს — რემონტი, რის მეშვეობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნებული იქნა. შენობასთან მდებარეობს რესტორანი და ატრაქციონები. შენობაში მოქმედებს ბავშვთა გასართობი ცენტრი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება