წარმოიდგინე, რომ პატარა ჯადოქარი ხარ და საკუთარი ელექსირის შექმნა შეგიძლია! 🪄 ვორქშოპზე ბავშვები სხვადასხვა ფერსა და ტექსტურას შეუხამებენ ერთმანეთს, დაამატებენ საინტერესო ეფექტებს და სახალისო ექსპერიმენტებსაც ჩაატარებენ. ასე თითოეული თავის განსაკუთრებულ ელექსირს შექმნის, ბოლოს კი სახელსა და ჯადოსნურ ძალასაც მოუფიქრებს!