დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები

დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები

დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები
13, Ioane Shavtelis St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან72
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

09.11.2025
კვირა
12:00
72
16.11.2025
კვირა
13:00
72
30.11.2025
კვირა
13:00
72

აღწერა

გაბრიაძის თეატრის მსახიობი მიშა ხელმძღვანელობს ექსკურსიას - "დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები“. მისი თხრობა ეხება ბავშვობის მოგონებებს, შესრულების რიტუალებსა და მარიონეტების ფარულ მექანიზმებს. სტუმრები თეატრს მუზეუმად კი არ აღიქვამენ, არამედ ცოცხალ ორგანიზმად, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის, მანქანები სუნთქავენ და ისტორიები მეხსიერების სიმძიმეს ატარებენ.

ექსკურსია რამდენიმე მოქმედებად არის დაყოფილი და თითოეული მათგანი გაბრიაძის სამყაროს განსხვავებულ ასპექტს აცოცხლებს: ბავშვობისა და მეხსიერების მნიშვნელობას, დროის პოეტურ გამოყენებას, თოჯინების საიდუმლო ხელოვნებას და თავად თეატრს, როგორც რიტუალისა და განკურნების სივრცეს. მიშა მაყურებელს უზიარებს იმ პოეტურ ხერხებსა და მექანიკურ საიდუმლოებებს, რომლებსაც რეზო გაბრიაძე იყენებდა თავისი ისტორიების მოსათხრობად და აჩვენებს, თუ როგორ ცოცხლდებიან თქვენს თვალწინ თეატრის თოჯინები - მათ შორის მისი ზოგიერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი.

ვისთვის არის ეს ტური

ეს არის უნიკალური გამოცდილება მათთვის, ვისაც თეატრი აინტერესებს როგორც წარმოსახვისა და მეხსიერების სივრცე - ხელოვანებისთვის, მოგზაურებისთვის და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ თხრობას და ნივთების ფარულ ცხოვრებას. ტურზე დასასწრებად არ არის საჭირო გაბრიაძის შემოქმედების ცოდნა, მხოლოდ ინტერესი გაეცნო სამყაროს, სადაც თეატრი ხდება დროის მანქანა და საზღვრები სცენასა და ცხოვრებას შორის შეუმჩნევლად იშლება.

____________________________________________________________________________

 

გაბრიაძის თეატრი ყოველთვის იყო ჩუმი ჯადოსნობის იდუმალი ადგილი თბილისის გულში. ის ერთდროულად არსებობს აწმყოში და იმ ამბებში, რომლებიც წლების მანძილზე მოუყოლიათ მასზე.

 

დროთა განმავლობაში თეატრი ლეგენდებისა და ჩურჩულით გადმოცემული მოგონებების ბურუსში მოექცა, სადაც მითი და სინამდვილე ერწყმის ერთმანეთს. სპეციალურად შექმნილი ტურების მეშვეობით თეატრი მაყურებელს უღებს კარს, არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ასევე იწვევს მას თავისი შინაგანი ხმის გასაგონად - აძლევს სტუმრებს უნიკალურ შანსს, მოისმინონ გაბრიაძის თეატრის ამბები უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც თავად განიცადა ისინი.

 

ექსკურსიის ჩატარება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კერძო ტურების დასაჯავშნად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 598 612 212.

ფოტო და ვიდეო

დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები

ადგილი

გაბრიაძის თეატრი

გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში,
მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.

1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.

ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "

არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.

გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.

რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი, იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.

თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის არის რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი პოეტური სამყაროს მთავარი მცველი და მამის საქმის გამგრძელებელი.

რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჯადოსნური გარემო სცენის მიღმაც გრძელდება. უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ამჟამად წარმოდგნილია ოთხი სპექტაკლი: “ალფრედი და ვიოლეტა”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, და “რამონა”.


"ის ნადმვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება."
პიტერ ბრუკი

ამ ადგილის ყველა ღონისძიება