მაკბეტი (პრემიერა) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მაკბეტი (პრემიერა)

მაკბეტი (პრემიერა)

მაკბეტი (პრემიერა)
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან52
ქართული

განრიგი

26.05.2026
სამშაბათი
21:00
52
02.06.2026
სამშაბათი
20:00
52

აღწერა

🔷სპეციალური შეთავაზება🔷

მეოთხე რიგის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის Visa ბარათის და Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის კვლავ მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

უილიამ შექსპირი

მაკბეტი

 

რეჟისორი - გუგა ლოხიშვილი

მხატვარი - ნანა გაბელაია

კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე
 

მონაწილეობენ:

მაკბეტი - გუგა ქაცარავა

ლედი მაკბეტი - მარიამ ავალიანი

მაკდაფი - აპოლონ კუბლაშვილი

მალკოლმი - ბაჩი ბეგიაშვილი/გიორგი ლომიძე

ბენქო - ნიკა გუგუნავა

დანკანი - ოთარ ლორთქიფანიძე

დონალბეინი - დაჩი(მერაბ ცაავა

კუდიანები - ანიტა ტუხაშვილი,ლიზი კოტრიკაძე,მარიამ(ტაშა)გურგენიძე

ასევე: მიხეილ ჯავახიშვილი, სიდონია ტურავა,ნია ქისიშვილი,ნინო ძმანაშვილი,მარიამ ბელთაძე.

 


სპექტაკლის შესახებ:

მაკბეტი - როგორც ადამიანის კრებითი სახე.

არსებობა რეალობასა და ზმანებას შორის, სადაც არქეტიპული პერსონაჟები პირდაპირ ეხებიან მაყურებლის ქვეცნობიერს.


რა აქცევს მაკბეტს იმად, ვინც ხდება? რა შინაგანი პროცესები უბიძგებს მას ამ გზაზე?


როგორ ცვლის ადამიანს საკუთარი ამბიცია და პატივმოყვარეობა? ეს კითხვები სცილდება ეპოქას და დღესაც აქტუალურია.


ცხოვრებაში ყველას უწევს არჩევანის გაკეთება-სინდისსა და ცდუნებას შორის, იმ ადამიანს შორის, ვინც არის და ვინც უნდა რომ იყოს.


როდის და რატომ მიდის ადამიანი საკუთარ სინდისთან კომპრომისზე?

ამბის ცენტრში არა თავად დანაშაულია, არამედ გზა, რომელსაც აქამდე მიჰყავს.


სპექტაკლის ხანგრძლივობა : 130 წუთი, ერთი შესვენებით


სპექტაკლის დასაწყისი:

26 მაისი | 21:00

2 ივნისი | 20:00

ფოტო და ვიდეო

მაკბეტი (პრემიერა)

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება