ლუკა აბაზაშვილის: 'პირველი გამოფენა' თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ლუკა აბაზაშვილის: 'პირველი გამოფენა'

ლუკა აბაზაშვილის: 'პირველი გამოფენა'

ლუკა აბაზაშვილის: 'პირველი გამოფენა'
36, Shota Rustaveli Ave.
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.04.2026
შაბათი
17:00

აღწერა

 

გამოფენა გაიხსნება 15 აპრილს, 5 სთ-ზე.
გამოფენა გაგრძელდება 18 აპრილის ჩათვლით.

მის.: შოთა რუსთაველის გამზირი 36.

Vernissage Gallery presents Luka Abazashvili: 'First Exhibition'

The exhibition opening will be held on April 15th from 5 pm.
The exhibition will close on April 18th.

Addr.: 36 Shota Rustaveli Avenue

ლუკა აბაზაშვილი
'პირველი გამოფენა'

ზეთის ფერწერას აღვიქვამ არა როგორც წინასწარ განსაზღვრულ საბოლოო შედეგს, არამედ როგორც ძიების ცოცხალ, დინამიურ პროცესს. ჩემი ნამუშევრები ნელა, ფენა-ფენა იქმნება - საღებავი ტილოზე ჯერ უბრალოდ ჩნდება, შემდეგ იფარება, იშლება და ისევ თავიდან მუშავდება. შედეგად, თითოეული ნახატის ზედაპირი ინარჩუნებს შემოქმედებითი პროცესის კვალს და ცოცხალ, მოძრავ ხასიათს. დამკვირვებელი არ ხედავს მხოლოდ ერთ კონკრეტულ წამს; თქვენს წინ იშლება შრეებად განვლილი ემოციები - ჩანაფიქრიდან ფუნჯის ბოლო მოსმამდე. 

ჩემს გამოფენაზე წარმოდგენილია ფიგურაზე აგებული კომპოზიციების სერია. ეს ნამუშევრები ადამიანის გამოცდილების სხვადასხვა მდგომარეობას ასახავს - ყოფას, ემოციას, ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ გამოსახულებაში შეიძლება გარკვეული ისტორიული ეპოქის კვალი იგრძნობოდეს, ისინი არც კონკრეტულ დროს ეკუთვნის და არც რომელიმე ადგილს. რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არის შუალედური სივრცე, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში ირევა, რის შედეგადაც სიუჟეტები ერთდროულად რამდენიმე დროით განისაზღვრება - ან საერთოდაც დროის მიღმა არსებობენ.
ჩემს ზოგიერთ ფერწერაში ფიგურები ბოლომდე მყარი და მკაფიო არ არის. ისინი ხან იკვეთებიან, ხან ქრებიან და ზოგჯერ თითქმის მთლიანად ერწყმიან ტილოს ზედაპირს. ეს ეფექტი განპირობებულია როგორც შემოქმედებითი პროცესით, ისე ჩემეული ფერებისადმი დამოკიდებულებით. მე ხშირად მივმართავ ისეთ ფერთა შეხამებას, რომელიც ერთი შეხედვით რთულია და ტრადიციულ ჰარმონიას არ ემორჩილება. ჩემი აზრით, სწორედ ეს ექსპერიმენტები აღძრავს მნახველში ინტენსიურ ემოციებს და აკავშირებს მას ჩემს სამყაროსთან. 

ჩემს ფერწერაში ფერს არ აქვს ის დანიშნულება, რომ რეალობა აღწეროს. პირიქით, ფერი თავად განსაზღვრავს, როგორ აღიქვამს მაყურებელი გამოსახულებას. ფერს შეუძლია ფიგურა წინ წამოსწიოს ან სიღრმეში ჩამალოს, უფრო ნათლად გამოკვეთოს ან პირიქით, დაბუროს. შედეგად, ნახატებზე დაკვირვება ხდება აქტიური პროცესი - მაყურებელს ეძლევა საშუალება დრო დაუთმოს ზედაპირს და ნელ-ნელა აღმოაჩინოს ფორმები, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი უმალვე და ერთიანად გამოჩნდეს.
მნიშვნელოვანია ნამუშევრების სერიული ხასიათიც. თითოეული ფერწერა შეგვიძლია დამოუკიდებლად აღვიქვათ, მაგრამ ამავდროულად ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც მრავალშრიანი და უწყვეტი ძიების ნაწილი. ერთად ისინი ქმნიან ნამუშევართა მთლიანობას, რომელიც არ გვაწვდის მკაფიო პასუხებს; პირიქით, აქეთ გვისვამს კითხვებს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ, როგორ გვახსოვს და როგორ იკვრება გამოსახულება.

'პირველი გამოფენა' მხოლოდ ჩემთან პირველი შეხვედრა არაა - ეს არის შესაძლებლობა შემომიერთდეთ ძიების, აღმოჩენების პროცესშიც. გამოფენა გვაჩვენებს ფერწერას, როგორც ცოცხალ და არასდროს სასრულ მოვლენას, რომელიც დროსთან ერთად განაგრძობს დახვეწას - როგორც სახელოსნოში, ისე მაყურებლის მზერაში.

 

ფოტო და ვიდეო

ლუკა აბაზაშვილის: 'პირველი გამოფენა'

ადგილი

Vernissage Gallery
გალერეა დაარსდა 1996 წელს, სპეციალობით თანამედროვე და თანამედროვე ხელოვნებაში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება