საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კავკასიის ფრანგულ სკოლასთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ განახლებულ კინოკლუბს.
ფრანგული კინოკლუბი ლუი დე ფიუნესის რეტროსპექტივით გრძელდება. წელს, მსახიობის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. მის პატივსაცემად, კინომოყვარულებს 15 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, კავკასიის ფრანგული სკოლის დარბაზი უმასპინლებს.