ლუდის დღეები
კაფე

ლუდის დღეები

"ლუდის დღეების" ფარგლებში პრემიუმ ხარისხის ლუდის ბრენდებს: გერმანულ ვარშტაინერს, შოფერჰოფერს, გაუფილტრავ ბენედიქტინერს, ჰოლანდიურ გროლშს და ჩეხურ პილსნერს, 50%-იანი ფასდაკლებით შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. ასევე იქნება: ნამდვილი თუშური ხინკალი, ბენდები Nonstop და "ქიმერა", Beer Pong, შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევაში და სხვა თამაშები.
ლუდის დღეები
99 Beliashvili St., Tbilisi
advertising

აღწერა

27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე, "ლუდის დღეები" გაიმართება.

ფოტო და ვიდეო

ლუდის დღეები

ადგილი

რესტორანი წისქვილი
რესტორანი წისქვილი
99 Beliashvili St., Tbilisi
წისქვილს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა. ქარის წისქვილის გამოგონებამდე ადამიანები მარცვლეულის დასაფრქვავად წყლის წისქვილს იყენებდნენ. ამ მარცვალსაფრქვავი მექანიზმის ძირითად შემადგენელ ნაწილს ორი ბრტყელი ქვა წარმოადგენდა, რომელიც მოძრაობაში ვარდნილი წყლის ენერგიით მოდიოდა. ბელიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილმა უძველესმა წყლის წისქვილმა და ბუნებრივმა ჩანჩქერმა განაპირობა „წისქვილი ჯგუფი“-ს სახელი და საფუძველი ჩაუყარა პირველი მაღალი კლასის რესტორნის დაფუძნებას, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს უძველესი ისტორიის, კულტურისა და სამზარეულოს შენარჩუნება წარმოადგენს. 2002 წლიდან მოყოლებული მდინარე მტკვრის სანაპიროზე მდებარე უნიკალური წისქვილი უდიდესი სარესტრონე კომპლექსის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა, რომელიც ოთხი განსხვავებული კონცეფციის რესტორნისგან შედგება, ინარჩუნებს მაღალი ხარისხის მომსახურებას და თბილისში ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილს წარმოადგენს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.