Ludi Iuris თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Ludi Iuris

Ludi Iuris

Ludi Iuris
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

აღწერა

თუ გსურს საკუთარი თავი ინტელექტუალურ თამაშებში გამოსცადო და სამართალში შენი ცოდნა შეამოწმო, ეს პროექტი სწორედ შენთვისაა!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება ინტელექტუალური შეჯიბრი - ,,Ludi Iuris.”

პროექტის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაში. სამართლებრივი თამაშები მათ საკუთარი შესაძლებლობების განსხვავებულ გარემოში გამოცდის საშუალებას აძლევს.

📌ინტელექტუალური თამაში 20 სამართლებრივ შეკითხვას მოიცავს. თითოეულზე პასუხის გასაცემად კი გამოყოფილი იქნება 1 წუთი.

პროექტი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის I-IV კურსის სტუდენტებისთვის. მონაწილეობას შეძლებს 9 გუნდი. თითოეული უნდა დაკომპლექტდეს 5 მონაწილისგან.

🖇️ქულების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი.

თითოეული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

📅თარიღი: 2 აპრილი
⏰დრო: 18:00
📍ადგილი: თსუ-ს I კორპუსი, აუდიტორია 310

🔗რეგისტრაციისთვის შეავსეთ მითითებული ფორმა:

https://docs.google.com/.../1FBlrwU1e_T89.../edit

📎 სარეგისტრაციო ფორმა გაიხნება 1 აპრილს 18:00 საათზე .

❗️მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან მოთხოვნა უნდა ჰქონდეთ გაგზავნილი პორტალიდან . 

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!❤️ 

ფოტო და ვიდეო

Ludi Iuris

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება