30 ოქტომბერს, ლოპოტას ჯაზკლუბი LoveBirds- ს ლიზა კერესელიძეს და მის ბენდი იმპროვიზაციებით სავსე მუსიკალურ საღამოს გთავაზობთ.
შემაგდენლობა:
ვოკალი - ლიზა კერესელიძე
ვოკალი - ნინუცა კახიანი
ბასი - დავით გოგისვანიძე
დრამი - ირაკლი ჭოლაძე
გიტარა - გიგი ცინცაძე
კარი იღება: 21:00
კონცერტის დასაწყისი: 21:30
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ლოპოტას ჯაზკლუბი ლოპოტა სპა რეზორტზე მდებარეობს. აქ კახეთის ბუნების სიმშვიდე და ჯაზის დინამიკური რიტმები ერთიანდება, ყოველი დეტალი კი მუსიკას უკავშირდება. ჯაზის თავისუფლებითაა შთაგონებული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინიც. ყოველკვირეულად წარმოდგენილია ცოცხალი მუსიკის განსხვავებული პროგრამები. ლოპოტას ჯაზკლუბში შთამბეჭდავი და განწყობის შემქმნელი საღამოები გელოდებათ რჩეული მუსიკისა და საავტორო კოქტეილების თანხლებით.
*ბილეთი ითვალისწინებს ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ჯაზკლუბის კონცერტზე დასწრებას და არ მოიცავს რეზორტზე არსებულ სხვა აქტივობებზე დაშვებას.
*რეზორტის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებთ 21:00 საათიდან - ჯაზკლუბის დახურვამდე ადგილზე ბილეთის საფუძველზე გადმოგეცემათ ვიზიტორის საშვი.
გთხოვთ აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბილეთი.
ჯაზკლუბის ინტსაგრამ გვერდი: https://www.instagram.com/lopota.jazzclub/
ჯაზკკლიბის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/LopotaJazzClub