6 აპრილს, Love Bar-ში ქართული ბენდი "სახე" და ადგილობრივი არტისტები Tato Rusia და Alexandra დაუკრავენ. „სახემ” ქართულ პოპ მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება.