💡 19 მაისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: "სიყვარული - ყოფიერების ონტოლოგია"
ლექცია ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ფილოსოფიურ და არსებობრივ კითხვას: რა აძლევს სამყაროს და ადამიანის სიცოცხლეს შინაარსს. განხილული იქნება ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების, უნარი აღიქვას სამყაროს სიდიადე და ამავე დროს ეძებოს მისთვის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდება იმ იდეაზე, რომ სამყაროს ღირებულება სრულად იშლება ადამიანის ცნობიერებაში, ხოლო თავად ადამიანის სიცოცხლე კარგავს არსს, თუ მასში არ არსებობს სიყვარული, როგორც ცენტრალური ღირებულება.
შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა შეეხება სიყვარულის მნიშვნელობას კულტურაში, მის ფილოსოფიურ და სულიერ განზომილებებს, ასევე მის კავშირს ადამიანის თვითშემეცნებასთან.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.