5 მაისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოანალიტიკოს, ინტეგრას ფსიქოთერაპევტ გიორგი ჭანტურიასთან თემაზე: „სიყვარული, ოჯახი და პარტნიორობა"
რა არის სიყვარული: მხოლოდ ემოცია თუ გაცილებით უფრო რთული, მრავალშრიანი გამოცდილება? ლექცია შეეხება იმას, თუ რას ვეძებთ პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორ ვაშენებთ კავშირს და რა როლს თამაშობს ოჯახი ამ პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიყვარულს, როგორც სივრცეს, სადაც აქტიურდება ჩვენი პირადი ისტორიები და გამოცდილებები, ემოციები და არაცნობიერი პატერნები. ლექცია დაეხმარება მონაწილეებს უკეთ გაიგონ საკუთარი ქცევები ურთიერთობებში და დაინახონ, როგორ მოქმედებს წარსული მათ ახლანდელ კავშირებზე.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.