სიყვარულის დღე G17-ში: ლელა & Chveni ბენდი
სიყვარულის დღეს, G17-ბათუმი, სტუმრების თხოვნით, ლელას და Chveni ბენდის შესრულებით ზეიმობს!
ქართული სცენის ლეგენდარული მუსიკოსი, G17-ის სცენაზე, 15 აპრილს ბრუნდება და როგორც ყოველთვის, უნიკალურ წარმოდგენას ჰპირდება!
უკვე 30 წელზე მეტია, რაც ლელა, სხვადასხვა თაობის თაყვანისმცემლებს, ყოველ ჯერზე, განსხვავებული შოუებით შთააგონებს; ის, ერთ-ერთი პირველი მუსიკოსია, ვინც 90-იანი წლებიდან, უნიკალური იმიჯითა და შესრულების სტილით, ქართული პოპ-მუსიკის ჩამოყალიბებას და ცოცხალი მუსიკის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
პროგრამა:
ლელა & Chveni ბენდი,
DJ Cheeky.
კარი იღება: 21:00
დასწრება: 100 ლარი (ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ერთ ადგილს ორ ან მეტ ადგილიან მაგიდასთან).
გასაყიდი ბილეთების მინიმალური რაოდენობა: 2
G17, მრავალფუნქციური ზღვისპირა ვენიუა ბათუმის ახალ ბულვარში, რომელიც სავახშმო, ლაუნჯის, ბარის, სცენის და კაფის სივრცეებს აერთიანებს და სტუმრებს, რაფინირებული ვახშმისა და ცოცხალი მუსიკის გამოცდილებასთან ერთად, სპეციალური ღონისძიებების ორგანიზების სერვისებსა და ივენთ-ჯგუფის სხვადასხვა პერსონალიზებულ მომსახურებას სთავაზობს.